ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, ფსიქიატრიულში გადაიყვანონ - კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, ფსიქიატრიულში გადაიყვანონ - გიორგი კავლელაშვილს, სავარაუდოდ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ "პირველებს" ბრალდებულსი ადვოკატმა განუცხადა.
უფლებადამცველის თქმით, კავლელაშვილს ამჟამად უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი აქვს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოლიციის რეკომენდაციაა, რომ არ მიიღოს მი~ონაწილეობა არცერთ სამართლებრივ პროცედურაში. ჯერ ბრალის წარდგენა იყო. შეურაცხადობა უნდა დადგინდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველზე. ეს, სავარაუდოდ, დაინიშნება და არის იმის ალბათობა, რომ იყოს. ახლა უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი აქვს. ექსპერტიზა აუცილებლად დაინიშნება და ექსპერტები გადაწყვეტენ, იყო თუ არა სავარაუდო ქმედების დროს შეურაცხადი", - ამბობს ადვოკატი.
ცოლის მკვლელობაში მხილებულ მამაკაცს, ბრალი დღეს წაუყენეს. გიორგი კავლელაშვილს პროკურატურა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობას ედავება. კავლელაშვილს ჩადენილი დანაშაულის გამო უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული მამაკაცი, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
30 წლის კაცი ახლა სასამართლო პროცეს ელოდება.
შემზარავი დანაშაული ვარკეთილში გუშინ მოხდა. ქმარმა მძინარე ცოლი დანით აჩეხა. შემზარავი დანაშაულის დროს სახლში ოთხი თვის ჩვილი და ბაბუა იმყოფებოდნენ. ქალის განწირული ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, მაგრამ საშველად ბინაში რამდენიმე საათის დაგვიანებით ავიდნენ. 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ათზე მეტი ჭრილობით საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.