თეგებით ძიება

იანვარში, მცხეთა-თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

2024 წლის იანვრიდან, მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ემსახურება - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით განახორციელებს გადაადგილებას:

N1 მარშრუტი, ნარეკვავიდან არმაზის და არმაზიდან ნარეკვავის მიმართულებით.

N2 მარშრუტი, მცხეთიდან თბილისისკენ ნარეკვავის დასახლებიდან გავა და თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან დასრულდება.

თბილისიდან ტრანსპორტი იგივე მარშრუტს განახორციელებს მცხეთის მიმართულებითაც.

შიდა და საქალქთაშორისო ტრანსპორტი ქალაქ მცხეთაში არსებულ ყველა გაჩერებაზე გაჩერდება, ხოლო მცხეთა-თბილისის მიმართულებით N2 ავტობუსი გაჩერდება შემდეგ ლოკაციებზე:

1. ,,თბილისი მოლის“ გადასასვლელ ხიდი,

2. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები,

3. შავი ზღვის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს (გადასასვლელი ხიდი),

4. დიდი დიღმის გადასასვლელი (გუდვილი),

5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და ცეესკო

6. საქალაქო სასამართლო.

თბილისიდან მცხეთისკენ მომავალი ავტობუსი აღმაშენებლის ხეივანზე გაჩერდება:

1. დიღმის ტყე პარკი (,,მარი მარკეტის“ მიმდებარედ),

2. ღუდუშაურის საავადმყოფოს ჩასასვლელი (ბენზოგასამართ სადგურის მიმდებარედ),

3. შავი ზღვის უნივერსიტეტი (ბენზოგასამართ სადგურის მიმდებარედ),

4. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოპირდაპირედ,

5. ,,თბილისი მოლი“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი პერმანენტულად სუფთავდება და წესრიგდება, რადგან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კომფორტულ და სუფთა გარემოში იმგზავრონ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ, მგზავრობის დროს დაიცავით სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებთ!“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა