თეგებით ძიება
10. 01. 2024 მსოფლიო

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრი სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრები - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იღებდნენ მონაწილეობას.

ქართულმა წყვილმა პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 71.30 ქულა მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დასაკავებლად. თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები 11 იანვარს შეასრულებენ.

დღესვე, რამდენიმე საათში მოკლე პროგრამას კაცები შეასრულებენ, რა დროსაც ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა ეგაძე იასპარეზებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა