თეგებით ძიება
10. 01. 2024 მსოფლიო

მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა - იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაზე

მკვეთრი დიპლომატიის დროა, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ორივე მხრიდან მნიშნველოვანი სიგნალებია.

„ამ პერსპექტივიდან, როგორც ჩანს, სამხედრო მხარდაჭერის პარალელურად, მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა, რადგან ორივე მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი სიგნალი მოდის“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის უკრაინის კონტრშეტევას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და სამხედრო ვითარება რეალისტურად უნდა შეფასდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა