ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ (ვიდეო)
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. პირველ დღეს სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა იასპარეზა ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით.
მოკლე პროგრამაში მათ 71.30 ქულა (40.27 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 31.03 – პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართული წყვილი პირველ ადგილზეა.
მეორე პოზიციაზე გერმანელების, მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის (69.63) წყვილია, მესამეზე კი იტალიელები – ლუკრეცია ბეკარი და მატეო გუარიზე (67.05) გავიდნენ.
სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას 11 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათიდან შეასრულებენ.
დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამით კიდევ ერთი ქართველი – ნიკა ეგაძე იასპარეზებს.