"მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა...“ - ნინია კაკაბაძე ნატა ფერაძეზე
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე თვლის, რომ ნატა ფერაძემ "ყველას გასაკეთებელი გააკეთა", როცა ნეტარი მატრონას ხატს საღებავი შეასხა. ამის შესახებ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ის 2 დღის წინ მაინც მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა. რა ვიცი იმ კაცებს გაგახსენებთ, ვისაც ემუქრებიან ან ერთხელ დაესხნენ თავს, რამდენ კაციანი დაცვით დადიან ცოტა უხერხულია. იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ ქალი ბევრად უფრო გაბედული და უშიშარია, ვიდრე კაცი დღეს ნატას სახლთან ორკები რომ მივარდნენ, ჩვენ მაგ დროს უნდა წავსულიყავით და მოსკოველი მატრონა სტალინთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაგვეღება, მაგრამ ნატასგან განსხვავებით არ გვაქვს ამის ერთი ადგილი.
უფრო მარტივია აქ ვწეროთ, რომ ვანდალიზმი კონტრპროდუქტიულია და ცოტა ესთეტიკურ ნორმებზე უნდა შევთანხმდეთ. და თურმე მორალური უპირატესობა ამ სტალინისტი ველურების მხარეს ყოფილა.
Nata Peradze P.S. ის მახსენდება, მარტის აქციების დროს პირველი ფანჯარა რომ ჩაიმსხვრა და არ დაგვაგვიანდა "ვანდალების” გაკიცხვა და მერე სულმადლობა ვუხადეთ. ეს ფორმა რომ არ მოგწონთ, რა მოგწონთ ის თქვით?! როგორ უნდა გაგვეპროტესტებინა სტალინი სამებაში???!" - წერს კაკაბაძე.