თეგებით ძიება

ევროკომისია შინაურ ცხოველებთან მოპყრობის წესების გამკაცრებას აპირებს

ევროკომისია ამზადებს რეგულაციებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში კატებისა და ძაღლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ოთახებში, სადაც ცხოველები ბინადრობენ, ბუნებრივი მზის შუქი უნდა აღწევდეს, ხოლო ექვს წელზე უფროსი ასაკის კატის ყოლა მხოლოდ ვეტერინარის ნებართვით იქნება შესაძლებელი.

ეს წინადადებები ევროკომისიამ მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ კატებისა და ძაღლების კეთილდღეობის დასაცავად, მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ასევე განიხილება ცხოველთა დაცვის ახალი სამეცნიერო და სოციალური მიდგომები, მაგალითად, „ტანჯვა“ ჩაითვლება არა მხოლოდ უარყოფით შეგრძნებად, არამედ პოზიტიური განცდების არარსებობადაც.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც შინაური ცხოველების ნაწილს ინახავენ, ამრავლებენ და ყიდიან პასუხისმგებლიანი და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიები, ევროპის ბაზარზე ბევრ კატასა და ძაღლს (მათ შორის, მესამე ქვეყნებიდან შემოყვანილებს) ცუდი ჯანმრთელობის ან არასაკმარისი კეთილდღეობის ნიშნები ეტყობათ.

მაგალითად, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგიერთ თავშესაფარში (განსაკუთრებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში), სადაც ძალიან ბევრ ცხოველს ერთად ათავსებენ. კომისია ასევე მიიჩნევს, რომ კატებისა და ძაღლების უკანონო ვაჭრობს აღკვეთა საჭიროებს ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებას, მთელი ევროკავშირის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, ევროკომისია ითხოვს, რომ დარეგულირდეს ტრანსპორტირების დროს ძაღლებისა და კატების კეთილდღეობის წესები.

ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეგულაციები შეიცავს ახალ მოთხოვნებს ცხოველთა საცხოვრებლის, კვების, სოციალიზაციისა და სამედიცინო მომსახურების მიმართ. მაგალითად, აკრძალული იქნება გამრავლების გზით გენოტიპების ან ფენოტიპების გადაცემა, რაც უარყოფითად აისახება შთამომავლობის კეთილდღეობაზე. იკრძალება მშობლებსა და მის შთამომავლებს, ასევე პაპა-ბებიასა და შემდგომ თაობებს შორის შეჯვარებაც.

ევროკომისია აცხადებს, რომ მოკლეცხვირიანი ჯიშები არ აიკრძალება, თუ მათი გამრავლების პროცესი დეფორმირებული სასუნთქი გზების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ძაღლებისა და კატების შენახვა კონტეინერებში (პატარა გალიები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის ან დროებითი განცალკევებისთვის) აკრძალული იქნება. ძაღლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველდღე ისეირნონ გარეთ, ხოლო ბუნებრივი მზის შუქი უნდა აღწევდეს იმ ადგილებამდე, სადაც ცხოველები ბინადრობენ.

მეძუძური კატა არ უნდა იყოს გამოყენებული გამრავლების ან განაყოფიერებისთვის, ხოლო რვა წელზე მეტი ასაკის ძაღლებისა და ექვს წელზე უფროსი ასაკის კატების ყოლა მხოლოდ ვეტერინარის ნებართვით იქნება შესაძლებელი.

აიკრძალება ცხოველების სხეულის შეცვლის ოპერაციები (თუ ვეტერინარი საჭიროდ არ ჩათვლის), ხოლო კატისა და ძაღლის ჯიშის გამომყვანს PTA-სგან მოეთხოვება ლიცენზია.

სამ წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაგროვებენ და ევროკომისიას წარუდგენენ მონაცემებს კატებისა და ძაღლების კეთილდღეობის შესახებ, ხოლო ჯარიმების დადგენა უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. წევრმა სახელმწიფოებს უფლება ექნებათ, დააწესონ უფრო მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ ევროკომისიას.

ევროკომისიის ინიციატივა არ ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს მოქალაქეებისთვის და შინაური ცხოველების მფლობელებისთვის. ის ადგენს ერთიან წესებს იმ ძაღლებისა და კატების კეთილდღეობისთვის, რომლებიც გამოყვანილნი არიან ან იმყოფებიან მეცხოველეობის ფერმებში, ცხოველთა მაღაზიებსა და თავშესაფრებში.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა