თეგებით ძიება

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენზე ვიღაც მუდმივად ფიქრობს

1. თუ პერიოდულად ემოციების მოულოდნელი მოზღვავებას გრძნობთ

დროს მშვენივრად ატარებთ და მხიარულობ, მაგრამ უცებ აუხსნელი სევდა გიპყრობთ, თუ ამ დროს თქვენზე ფიქრობს ადამიანი, რომელთანაც ემოციური კავშირი გაქვთ.

2. თუ ხედავთ სიზმრებს ერთ, კონკრეტულ ადამიანზე

სიზმარში შეიძლება ნახოთ, რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში და რა შეიძლება მომავალში მოხდეს. მისი გამოჩენა თქვენს სიზმარში იმას ნიშნავს, რომ თქვენზე ფიქრობს და სიზმრის საშუალებით ცდილობს თქვენთან დაკავშირებას.

3. თუ მასთან სიახლოვის სურვილს გრძნობთ

ჩვენ გვიყვარდება ადამიანი, რომელიც ფიქრობს ჩვენზე, ჩვენს თვისებებზე და იმაზეც, შეგვიძლია თუ არა ერთმანეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში ამა თუ იმ ადამიანის გამოჩენა.

4. თუ ის ადამიანი მუდმივად თქვენს სივრცეშია

როცა ვიღაც თქვენზე ხშირად ფიქრობს, მის ქვეცნობიერს ყოველთვის სურს, რომ მუდმივად მის თვალსაწიერში იტრიალოთ. მას გამუდმებით აინტერესებს, რას აკეთებთ და დროს ვისთან ერთად ატარებთ. ის შეიძლება პირისპირ არც შეგხვდეთ, მაგრამ შორიახლოდან გაკვირდებათ.

5. თუ ადამიანის ფეხები თქვენკენაა მიმართული.

არსებობს ქვეცნობიერი კავშირი განზრახვას (ფიქრებს) და მოქმედებას შორის, ამიტომ თუ შენიშნეთ, რომ ადამიანის ფეხები (ცხვირი, მუხლები) თქვენკენაა მომართული, ის თქვენზე ბევრს ფიქრობს.

6. თუ ის უმიზეზოდ გიახლოვდებათ

როდესაც ადამიანი თქვენით დაინტერესებულია, მისი ქვეცნობიერი მუდმივად ეძებს გზებს, საკუთარ ცხოვრებაში თქვენს მისაზიდად. მას თქვენთან დაახლოება სურს, თუნდაც ამის ობიექტური მიზეზები არ ჰქონდეს.

7. თუ ამ ადამიანზე ხშირად ფიქრობთ

როცა მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვიღაცაზე ფიქრი აგეკვიატათ, ეს ნიშნავს, რომ ისიც თქვენზე ფიქრობს.

8. თუ ყურები გიხურთ ან გექავებათ

ადამიანის სხეული და ტვინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ ამ კავშირის გაგებას. თუ მოულოდნელად ყურები აგიხურდათ ან ქავილი დაგეწყოთ, ეს აშკარად იმის ნიშანია, რომ თქვენზე ვიღაც ფიქრობს. თუ მარცხენა ყური გექავებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე ვიღაც ფიქრობს და მსჯელობს, ხოლო თუ მარჯვენა - გაქებთ და სიყვარულით გიხსენიებთ.

9. თუ უეცარი ცემინება გეწყებათ

ეს ძველი რწმენაა, მაგრამ მასში გარკვეული სიმართლეა. თუ ალერგია არ გაწუხებთ და გაცებული არ ხართ, ცემინება იმის ნიშანია, რომ ვიღაც თქვენზე ფიქრობს და ენატრებით.

10. თუ ლოყები გიხურთ

ჩვენ ხშირად ვწითლდებით, როცა უხერხულობას ვგრძნობთ, მაგრამ თუ ლოყები უმიზეზოდ გიხურთ და გიწითლდებათ, ესე იგი, ვიღაც ფიქრობს თქვენზე და შეიძლება არც ისე სასიამოვნო რაღაცებს ამბობს.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა