ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო კლინიკაში გაიმართება
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული კაცი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - გიორგი კავლელაშილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მძიმე დანაშაულში ბრალდებულის მდგომარეობას ექიმები კვლავ საყურადღებოს უწოდებენ, შესაბამისად დიდი ალბათობით, კავლელაშვილი საკუთარ პროცეს დაესწრება.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, ჩივილებს არ წარმოადგენს. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია. ამ ეტაპზე ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას არ საჭიროებს, ერთ საათში გადავა ინტენსიურ განყოფილებაში. მისი დაკითხვა ამ ეტაპისთვის შესაძლებელია. სავარაუდოდ აქ მოვლენ დაკითხვაზე."- ამბობს ექიმი-რეანიმატოლოგი, ირმა ნადირაშვილი.
გიორგი კავლელაშილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება.
გადაწყდა, სასამართლო პროცესის კლინიკაში ჩატარება, ექიმმა განაცხადა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია, ბრალდებულმა მიიღოს სხდომაში მონაწილეობა, მისი გადაადგილება რეკომენდირებული არ არის, ამიტომ გადაწყდა, სასამართლოს ნაცვლად პროცესი კლინიკაში ჩატარდეს.
ვაპირებ, პოზიციის შეთანხმებას"- აცხადებს ადვოკატი.