პირველი პაემნის თარიღი და ურთიერთობის პერსპექტივა
თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა (21 მარტი - 20 აპრილი)
ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან. კომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.
თუკი ნაცნობობა კუროს პერიოდში შედგა (21 აპრილი - 20 მაისი)
ყურადღება ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ, როგორც ემოციური, ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები) კუთხით.
თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდში შედგა (21 მაისი - 21 ივნისი)
წყვილს შორის, პირველ რიგში, მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია, მაქსიმალურად გახსნილი იყვნენ ერთმანეთთან. თუმცა ტყუპის გავლენის გამო, ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი მოჰყვება და ამისთვის მზად იყავით.
თუკი ნაცნობობა კირჩხიბის პერიოდში შედგა (22 ივნისი - 22 ივლისი)
დიდი შანსია, ნაცნობობა ფლირტიდან მოკლე ხანშივე გადაიზარდოს მენდელსონის მარშით დაგვირგვინებულ საქორწინო ცერემონიალში. მთავარია, წყვილმა არ დაიშუროს მუდმივი ზრუნვა ერთმანეთზე.
თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა (23 ივლისი - 22 აგვისტო)
სავარაუდოდ, ეს მოკლევადიანი, მაგრამ დაუვიწყარი „ლავსთორი“ იქნება, რომელსაც თან მოჰყვება სერენადები მთვარის შუქზე, მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.
თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდში შედგა (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა, ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არ არის, წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს, ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.
თუკი ნაცნობობა სასწორის პერიოდში შედგა (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტებისთვის. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლის, ანუ პარტნიორობის სახლის მმართველია. ამიტომ თუკი უხეში და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა, ამ პერიოდში დაწყებულმა კავშირმა მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.
თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში შედგა (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ურთიერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და არცთუ სახარბიელო კუთხით.
თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ურთიერთობა იქნება ზედაპირული, მაგრამ რომანტიკულ-ავანტიურისტული ელემენტებით სავსე. შესაძლოა, ამ ნაცნობობამ კუბოს კარამდე ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაგყვებათ ამაღელვებელი და ლამაზი მომენტები.
თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდში შედგა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
სავარაუდოდ, მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად - სანათესავო წრე და ოჯახის წევრები.
თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიოდში შედგა (20 იანვარი - 19 თებერვალი)
ეს ურთიერთობა არაორდინარული და შესაძლოა, ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს სავსე. გამორიცხული არ არის, პირველ პაემანზევე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.
თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა (20 თებერვალი - 20 მარტი)
ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ - რომანტიკული აღმაფრენით დაწყებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ, ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან.