მეოთხე „ავატარის“ გადაღებები თებერვალში დაიწყება
ჯეიმს კემერონი „ავატარი 4“-ის გადაღებებს თებერვალში დაიწყებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ფრანშიზაში მთავარი როლის შემსრულებელმა სემ უორტინგტონმა განაცხადა. „ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - განაცხადა მან ინტერვიუში.
მეოთხე „ავატარის“ პრემიერა 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.