ბლოგერი, რომელმაც 450 დღის განმავლობაში მსოფლიოს ირგვლივ იმოგზაურა
მე გადავაქციე „ცოცხალი ცხოვრება“ ჩემს პირად პროფესიად, გავატარე ხარისხიანი დრო საკუთარ თავთან და ერთ წელიწადში იმაზე მეტი განვიცადე, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა განიცდის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველა თავგადასავლისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობელი ვარ იმ გაკვეთილებისთვის, რაც მასწავლა მსოფლიოში საინტერესო მოგზაურობამ“.
აი, რა გამოცდილებას გვიზიარებს მილენიალი ბლოგერი ურთიერთობების შესახებ მსოფლიოში 450 დღის განმავლობაში მოგზაურობის შემდეგ:
1. ენა მხოლოდ ბარიერია თქვენს გონებაში.
ჩემი მოგზაურობის დასაწყისშივე ვიცოდი, რომ გზად რამდენიმე წარმოუდგენლად შესანიშნავ ქალს შევხვდებოდი. მიუხედავად ამისა, მეშინოდა, მაგრამ მეშინოდა არა საუბრის გამართვის გამო (მე უკვე ამ დარგში გამოცდილი ვარ), არამედ ენის ბარიერის გამო. გამუდმებით მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარება ვინმესთან, ვინც ერთსა და იმავე ენაზე არ საუბრობენ.
2. კავშირი სიტყვებზე ბევრად მეტია.
ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკი არა მხოლოდ უმნიშვნელოა კომუნიკაციის დროს, არამედ არც ისე დიდი პრობლემაა, როდესაც საქმე ეხება სხვა ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობას. ძალიან მეშინოდა, რომ ქალებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ სულ პირიქით, ყველაფერი იმაზე უფრო ადვილი იყო, ვიდრე ოდესმე.
გაინტერესებთ რატომ იყო ასე ადვილი? - იმიტომაც, რომ მე ვცხოვრობდი ჩემი ოცნებების ცხოვრებით, რაც ამარტივებს სხვებთან დაკავშირებას.
ახლა, როცა ვიმოგზაურე, ვისწავლე ახალი ენები და ვისწავლე სამყარო, ისეთი დადებითი ენერგია დამეუფლა, რომ ქალებს სურდათ ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყვნენ და ჩემი პოზიტიური დამოკიდებულებაც ათჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სწორი სიტყვები.
3. სიყვარულმა ფერი არ იცის.
სანამ მსოფლიოში ვმოგზაურობდი, ჩემს საწოლს, გრძნობებსა და ისტორიებს ვუზიარებდი ყველა რასის ქალს. ახლა, როცა ამ გამოცდილებით ვიცხოვრე, კიდევ უფრო ნაკლებ პატივს ვცემ რასისტ ადამიანებს. ყველა ადამიანი და მით უფრო ყველა ქალი, გასაოცარია და არ აქვს მნიშვნელობა ფერადია მისი კანი თუ თეთრი.
4. კარგი ურთიერთობები მძიმე სამუშაოა.
ურთიერთობის შენარჩუნება სულაც არაა მარტივი საქმე, როცა გამუდმებით მოგზაურობ ერთი ადგილიდან მეორეში, ამიტომაც საკუთარ თავს ერთადერთი რამ უნდა ჰკითხო: "ღირს თუ არა?"
როდესაც კავშირი და სიყვარული, რომელსაც ადამიანის მიმართ გრძნობ, სწორია და როცა მართლა ღირს, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიზანს მიაღწიო. შეიძლება ხანდახან იჩხუბო, ხანდახან კი იტირო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - გიყვარდეს მართლა და გულწრფელად.
ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ თქვენ ხართ ერთმანეთისთვის და ამ დროს მეორეხარსხოვანია გეოგრაფია და ტერიტორია, როდესაც თქვენი ურთიერთობა ძლიერია, არ აქვს მნიშვნელობა ერთ ოთახში იმყოფებით თუ სხვადასხვა კონტინენტზე. თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გადარჩება და განვითარდება.