თეგებით ძიება

"ბატონი ალექსანდრე ის ადამიანია, ჩემი სასწაული ლაზარე რომ მაჩუქა...“ - პიტბულის მიერ დაკბენილი მოზარდის დედა მკურნალ ექიმზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. იანვარში კიდევ ერთია დგეგმილი.

ლაზარეს ოპერაცია პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა. მოზარდის დედა, ლიკა ხამათაშვილი მკურნალ ექიმს ემოციურ პოსტს უძღვნის და საჯაროდ უხდის მადლობას.

„ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი, ეს ის ადამიანია, ჩემი სასწაული ლაზარე რომ მაჩუქა. ამ ადამიანის გული, რომელიც ყოველ პაციენტზე წუხს, ბედნიერებით აღივსოს, თვალები, რომელშიც მუდამ თანაგრძნობა ცოცხლობს, სიხარულით გაბრწყინდეს მუდამ. 

თქვენი სუფთა გულის, მზრუნველი ხელების, გაგებული თვალების გარეშე, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, ჩვენი ჯანმრთელობა და სიმშვიდე. უამრავი მადლობა. უამრავი წარმატებები თქვენ“, – დაწერა ლიკა ხამათაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა