გაძვირდება თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალი რეგულაციების ფონზე ?
განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება.
მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ტექნიკურ განახლებებს და შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს.
„რაც შეეხება ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებისას სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების გაზრდის საკითხს, მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვერ მოხდება. როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან; ამასთანავე, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ასევე, ტექნიკურ განახლებებს და შესაბამისად, შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს“,- აღნიშნავენ სტომატოლოგთა ასოციაციაში.