ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს
ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, ცახალმა დეირ-ალ-ბალაჰის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც ორგანიზაციის 4 თანამშრომელი დაიღუპა.
„ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 40%-ზე მეტი 18-წლამდე ასაკის იყო.