"ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" - ირმა ინაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
განცხადებას სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია.
„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ - დაწერა ინაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.