თეგებით ძიება

„საპატრიარქო თავად აზიანებს საპატრიარქოს!..“ - თამო კეშელვა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა საპატრიარქოს მიერ მატრონას ხატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს:

„საპატრიარქო თავად აზიანებს საპატრიარქოს. 

მრევლისგან, მოქალაქეებისგან, არასასულიერო პირებისგან უნდა გაეგო რომ ეგ ხატი არაკანონიკურადაა დაწერილი?

ან, რა მნიშვნელობა აქვს, სტალინს შეხვდა თუ არა? მასზე ორჯერ დიდად რომ არის გამოსახული სტალინი, ეგ არა კანონიკური დარღვევა?

ამ დარღვევაზე დღესაც არ იღებს ხმას, რადგან არ შეუძლია ახსნა, რატომ მიიღო ხატი, რომელიც არაკანონიკურად რომ იყო შექმნილი, ერთი შეხედვითაც ჩანდა. 

ახლა გავარკვიე, თურმე, არ შეხვედრია სტალინსო და რატომ ახლა? თავის დროზე რატომ არა? თუ ასე ცნობილი წმინდანია ეგ ქალი, არ იცოდნენ მისი ისტორია? წმინდანების ცხოვრებას არ იცნობენ? არავინაა საპატრიარქოში, ვინც ეს იცოდა?

და რომც შეხვედროდა, რამეს ცვლის? ეს იყო მკრეხელობა, რადგან ხატზე სტალინი იყო ორჯერ დიდი.

მესამე – თავად სტალინი ქართულ ეკლესიაში – შეურაცხყოფაა შენი ქვეყნის, შენი ეკლესიის, შენი ნაწამები და მოკლული მღვდლების სისხლის!

ლანძღეს ყველა, რა არ ეძახეს, სპეციალურად მოიგონეს საშობაოდო, პროვოკაციააო და მიუსიეს მრევლი, მიუსიეს ადამიანებს ქრისტეს სახელით ხალხი და ახლა, უი, ხო, მართლები ყოფილანო. 

დღევანდელი განცხადებაც როგორი შეურაცხმყოფელია, იმიტომ ვცვლით, რომ სტალინს არ შეხვედრიაო, იმიტომ კი არა, რომ მკრეხელურადაა დაწერილი, ან იმიტომ კი არა, რაც სტალინმა ჩვენ ეკლესიას დაუშავაო, არა, იმიტომ ვცვლით, რომ არ შეხვედრიაო, რომ შეხვედროდა, დავტოვებდითო!

მე პირადად, ისევ იგივენაირად შეურაცხყოფილი დავრჩი, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც მართლმადიდებელი.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა