ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს
სომალი აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს.
„გუშინდელი დღიდან, მას შემდეგ რაც შემთხვევა მოხდა, ეკიპაჟის გადასარჩენად მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს“, - განაცხადა სომალის ინფორმაციის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, დაუდ ავეისმა.
პოლკოვნიკმა აბდულაჰი ისემ, განაცხადა, რომ გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენი სოფელ ჰინდერის მახლობლად ავარიულად დაეშვა, რომელსაც „ალ-შაბაბი“ აკონტროლებს.
შეგახსენებთ, „ალ-შაბაბი“, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც სომალის მთავრობის წინააღმდეგ 2006 წლიდან იბრძვის და სომალიში საკუთარი მმართველობის დამყარება სურს.