თეგებით ძიება
11. 01. 2024 მსოფლიო

პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის მაცეი ვონსიკის დაპატიმრებას გამოეხმაურა. პოლიტიკოსმა შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

მორავეცკიმ კამინსკის და ვონსკის საბჭოური დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველი პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ მათი დაკავება მთავრობის მეთაურის, დონალდ ტუსკის მხრიდან შურისძიების ნაწილია.

„პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში, კომუნიზმის დაცემისა და პოლონელების ტოტალიტარიზმზე დიდი გამარჯვების შემდეგ, პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობას, ნუ შეხედავენ პასიურად იმას, რაც დღეს პოლონეთში ხდება“, - განაცხადა მორავეცკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა