თეგებით ძიება

ფრაზები, რომლებიც კაცმა არასდროს უნდა უთხრას ქალს

რას ჰგავხარ, წონაში უნდა დაიკლო, რა უგემოვნებოდ იცვამ

თუნდაც ხუმრობით ნათქვამი ეს ფრაზები, მაინც ემოციურად გამანადგურებელია ქალისთვის; ხოლო თუ გეუბნებათ ხშირად, თუნდაც ხუმრობით და თანაც საზოგადოებაში, მაშინ მის დამოკიდებულებას არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან.

თუ გიყვარვარ, გქონდეს ჩემთან სექსი

არასდროს მისცეთ უფლება ვინმეს, გიბიძგოთ ინტიმური სიახლოვისკენ, თუ თქვენ ამის სურვილი არ გაქვთ. ალბათ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ემყარებოდეს, ვიდრე სექსია.

შენი სამუშაო უაზრობაა

თქვენმა პარტნიორმა არასდროს არ უნდა დაამციროს თქვენი საქმიანობა. თუ თქვენ სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოთი, თამამად უთხარით, რომ არავითარ ნეგატიურ კომენტარს არ მოითმენთ.

მე არ მომწონს შენი ახლობლები და მეგობრები

თუ თქვენი პარტნიორი, ნაცვლად იმისა, რომ ურთიერთობა დაალაგოს, მუდმივად აკრიტიკებს თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს, ეს უნდა შეაფასოთ, როგორც თქვენი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა.

ჩემი ყოფილი ამას ასე გააკეთებდა

სრულიად მიუღებელია, როცა ის თქვენ თავის ყოფილს გადარებთ, განსაკუთრებით, თუ ეს შედარება თქვენს სასარგებლოდ არ ჟღერს. თუ ის მუდმივად პარალელს ავლებს თავის ძველ ურთიერთობასთან, ურჩიეთ, თავი დაგანებოთ და ძველ შეყვარებულს დაუბრუნდეს.

ორსულობისგან თავის დაცვა შენი საზრუნავია

როდესაც საქმე ინტიმურ სიახლოვემდე მიდის, ორივე პარტნიორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად. თუ მამაკაცი ამ საკითხში სრულიად თქვენ გავალებთ პასუხისმგებლობას, ეს ცუდის ნიშანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა