თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების რეაბილიტაციაზე 3.4 მლნ ლარამდე დაიხარჯება

თბილისის მერიამ დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კერძოდ, ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტის მომზადების შესყიდვის მიზნით ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

ჯამში, 9 ტენდერია გამოცხადებული, რომელიც თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას გულისხმობს. ჯამში, 9-ვე ტენდერის შესყიდვა 3 352 841 მლნ ლარი დაჯდება.

ამ ტენდერით რეაბილიტაციის ჩატარება იგეგმება შემდეგ მისამართებზე მდებარე შენობების ფასადებისთის: თავისუფლების №4; რუსთაველის № 1;18;20;22;24;26;32;34;36;38;40;44;46;50; კოსტავას № 3;5;6;8;10;12;7;9;11;13;17;19;21;23;25.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა