თეგებით ძიება

ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით

იანვარში დაბადებული ქალები

ამ თვეში დაბადებული ქალები წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით, ამბიციურობითა და მოწესრიგებულობით გამოირჩევიან. სერიოზულად ფიქრობენ ცხოვრებაზე და საკმაოდ კონსერვატიულები არიან საკუთარ შეხედულებებში.

კრიტიკულებიც არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად თქვენთვის საუკეთესო სურთ. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ.

ამ თვეში დაბადებული ქალები მხოლოდ იმ ადამიანებს უახლოვდებიან, რომლებიც უყვართ და რომლებიც მათთან ერთნაირ ინტელექტუალურ დონეზე იმყოფებიან. ამას დამატებული, თუკი გსურთ იანვარში დაბადებულ ქალს დაუახლოვდეთ, გირჩევთ, ზუსტად ისეთივე შეხედულება გქონდეთ ცხოვრებაზე, როგორიც მათ აქვთ.

თებერვალში დაბადებული ქალები

ამ თვეში დაბადებული ქალები ძალიან რომანტიკულები არიან. მთავარია - მათ მოთმინებით მოეკიდოთ. ყველა კაცს არ შეუძლია, გაიგოს მათი ამოუცნობი სულიერი მდგომარეობა. ყველას არ ესმის, რა არის მათი მუდმივად ცვალებადი ხასიათის მიზეზი. მაგრამ ამგვარ ქალებს ზუსტადაც რომ არ სჭირდებათ „ყველა". მათ სჭირდებათ ზუსტად მათნაირი, განსაკუთრებული.

თებერვალში დაბადებული ქალი სხვებისგან გასაოცარი წარმოსახვის უნარითა და აბსტრაქტული აზროვნებით გამოირჩევა. და კიდევ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - თუკი თუნდაც ერთხელ მოატყუებთ თებერვალში დაბადებულ ქალს, მას ვეღარასდროს ნახავთ.

მარტში დაბადებული ქალი

ამ თვეში დაბადებულ ქალებს ძლიერი ქარიზმა და შარმი ახასიათებთ. ძალიან ერთგულები არიან, სწორედ ამიტომ ანდობენ მათ ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. ამ სანდო და უღალატო ქალებს ძალიან რთულად უყვარდებათ. მათი განაწყენება ერთი მარტივი სიტყვით ან ოდნავ მცდარი საქციელით შეიძლება. სხვა მხრივ, კაცს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ.

სხვათა შორის, მათთვის საუკეთესო რჩევაა - აირჩიონ მეგზურად მარტში დაბადებული კაცი. შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს!

აპრილში დაბადებული ქალი

აპრილში დაბადებული ქალი ბუნებით დიპლომატია. არის კომუნიკაბელური და მარტივად პოულობს ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას. მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ პერიოდულად სინანულის გრძნობა ახსენებს თავს.

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ აპრილში დაბადებული ქალი ძალიან ეჭვიანია და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ნებისმიერი კამათი - ემოციების ნამდვილი აფეთქებაა. ასე რომ, სჯობს საეჭვიანო მიზეზი არ მისცეთ, მაგრამ, თუკი შემთხვევით სკანდალი მაინც დაიწყო, შეეცადეთ, ცეცხლი კი არ გააღვივოთ, არამედ, პირიქით - ჩაქრობა სცადოთ ან უბრალოდ ოთახიდან გახვიდეთ.

სხვა მხრივ, აპრილში დაბადებულმა ქალმა ყველაზე უკეთ იცის, რა არის სიამოვნება. ის ნამდვილად გაქცევთ სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად. თუმცა, საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს მხოლოდ მას უზიარებს, ვინც ამას იმსახურებს.

მაისში დაბადებული ქალი

მაისი - ეს არის თვე, რომელშიც ერთგული და მიზანდასახული ქალები იბადებიან. მათ აქვთ ყველაზე ძლიერი შინაგანი მორალური კომპასი და არასდროს არღვევენ ამ კომპასზე აღნიშნულ მითითებებს. გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველები არიან, რაც მათ რთულ ხასიათს საკმაოდ კარგად ნიღბავს.

მაისში დაბადებული ქალის შეყვარება საშიშია, რადგან, თუკი მას თავდავიწყებით არ შეიყვარებთ, ეს იქნება ტრაგიკული სიყვარული.

დაბოლოს, თუკი მაისში დაბადებულ ქალთან ოდესმე რომანი გექნებათ, დარწმუნებული იყავით, რომ ის მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

ივნისში დაბადებული ქალი

საკმაოდ ცნობისმოყვარეა და მისი ხასიათის მთავარი შტრიხია კომუნიკაბელურობა და შემოქმედებისკენ მიდრეკილება. ხოლო ნაკლი - ის, რომ პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ზოგჯერ ისე, რომ სიტყვებსაც არ არჩევს.

ივნისში დაბადებულ ქალს რატომღაც ჰგონია, რომ ყოველთვის სჯობს, სიმართლე თქვას, ვიდრე ზურგს უკან ისაუბროს. არასდროს ფიქრობს, რომ მისი ამ საქციელით სხვა ადამიანს ძალიან ატკენს გულს.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ქალი სიყვარულში საკმაოდ საშიში მოთამაშეა. კაცი მის ხელში ხშირად აღმოჩნდება სათამაშო. ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, როგორც კი ივნისში დაბადებულ ქალს გაიცნობთ, რადგან თვალის დახამხამებაში გაებმებით თავდაუზოგავი სიყვარულის ხაფანგში.

ივლისში დაბადებული ქალი

ივლისში დაბადებული ქალი, სხვა ქალებისგან მაქსიმალური პატიოსნებითა და სიმართლის სიყვარულით გამოირჩევა. ახლობელ ადამიანებთან საკმაოდ გულწრფელია. სხვა დადებითი თვისებებიც აქვს: ამოუცნობი, ლამაზი და ძალიან ჭკვიანია. ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია კონფლიქტები აიცილოს თავიდან და ბოლო მომენტამდე ცდილობს, თავაზიანი იყოს.

საბოლოოდ, ივლისში დაბადებული ქალი შესანიშნავია, მაგრამ გახსოვდეთ: თუკი თუნდაც ერთხელ მოატყუებთ მას, სამუდამოდ დაკარგავთ. ასეთი დედოფლები არასდროს აპატიებენ ტყუილს.

აგვისტოში დაბადებული ქალი

ამ თვეში დაბადებული ქალი ეგოცენტრიზმისა და უზარმაზარი გულის უნიკალური შერწყმაა. კაცებს, სინამდვილეში, ურჩევნიათ თავი შეიკავონ აგვისტოში დაბადებულ ქალთან ურთიერთობისგან, რადგან ცხოვრებაში ის ყოველთვის იმარჯვებს. მხოლოდ იშვიათად ძლიერი კაცი თუ შეძლებს, მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატაროს, თანაც იმ ფაქტის შეუმჩნევლად, რომ მას მთელი ცხოვრება ჩრდილში მოუწევს ყოფნა.

აგვისტოში დაბადებულ ქალებს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვთ და არ უყვართ, როდესაც მასზე „ღადაობენ“. თუკი ეს თქვენი მიზეზით მოხდება, დარწმუნებული იყავით, რომ სამაგიეროს ძალიან მწარედ გადაგიხდით.

ყოველთვის სურთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა და არასდროს აწუხებთ, თუკი კაცის მხრიდან პატივისცემას არ გრძნობენ, რადგან მათ გვერდით კაცი ყოველთვის კარგავს თავს.

სექტემბერში დაბადებული ქალი

თუკი ქალი ხართ და თან სექტემბერში დაბადებული, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მთავარი თვისებაა სიკეთე, დისციპლინა და შინაგანი ბუნებრივი სილამაზე. რაც შეეხება კაცებთან ურთიერთობას - თქვენთვის მთავარია ერთგულება. ღალატს არასდროს არავის აპატიებთ. ასე რომ, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში საკმაოდ ფრთხილი, ჩაკეტილი და, სამწუხაროდ, ცოტა შურისმაძიებელიც ხართ. ძალიან გსურთ, საყვარელ ადამიანთან გქონდეთ ხანგრძლივი და ჯადოსნური ურთიერთობა.

სექტემბერში დაბადებული ქალი საკმაოდ კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, სწორედ ამიტომ აქვს პარტნიორებისგან ძალიან დიდი მოლოდინები. მის თვალში გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარ განსაკუთრებულობას დაამტკიცებს.

ოქტომბერში დაბადებული ქალი

ამ თვეში დაბადებული ქალი ძლიერი და უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევა. ძალიან ემოციურია, მაგრამ არასდროს ტირის სხვების დასანახად - საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა ყველას არ გადაუშალოს, რადგან იცის, რომ ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ ძალას, რომელსაც სხვებისგან იღებენ.

სხვა თვეში დაბადებულ ქალებს ოქტომბერში დაბადებული ქალები დიდად არ უყვართ, რადგან მათი შურთ. ამ თვეში დაბადებულები მუდმივად იღებენ კომპლიმენტებს საუკეთესო კაცებისგან და საკმაოდ ღირსეული ცხოვრება აქვთ. ეს მათი ხასიათის დამსახურებაა.

ნოემბერში დაბადებული ქალი

ამ თვეში დაბადებული ქალი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს სხვებს. არის აქტიური, თანმიმდევრული და მარტივად ხვდება ტყუილს. ამიტომ, მის გრძნობებზე თამაში კატეგორიულად იკრძალება! ამგვარი ბინძური თამაშების ბოლო ყოველთვის ტრაგიკულია.

სხვა მხრივ, ის ნამდვილი ცეცხლია. მასთან არასდროს მოიწყენთ. ვერასდროს დაადანაშაულებთ მას ამბიციების დეფიციტში. მთავარია, გახსოვდეთ: არასდროს ჰკითხოთ აზრი ნებისმიერ თემაზე, თუკი სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ.

დეკემბერში დაბადებული ქალი

ამ თვეში დაბადებული ქალი მოუთმენელი ხასიათით და წარმოუდგენელი გამომგონებლური ნიჭით გამოირჩევა. მას ეს ნიჭი ბუნებრივად აქვს. ამას დამატებული, საკმაოდ იღბლიანია. ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გამარჯვებული გამოვიდეს

და კიდევ, ამ თვეში დაბადებულმა ქალმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ აუმაღლოს განწყობა ადამიანს. მისი საიდუმლო კი გახსნილი გულია. ცხოვრება მას არ აშინებს და ძალიან იშვიათად ზარალდება. ადრე თუ გვიან, ყოველთვის აღწევს იმას, რაც სურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა