“ალტინფოს მრევლი ისე ათრევს საპატრიარქოს… ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი თრევა ვერ მახსენდება” – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ალტინფოს მრევლი ისე ათრევს საპატრიარქოს სხვადასხვა ქსელებში, დავბერდი ქალი და “ლიბერასტების“ მხრიდან ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი თრევა ვერ მახსენდება - წერს ნინო ჯანგირაშვილი.
ცნობისთვის, ალტ-ინფოს პროტესტი საქართველოს საპატრიარქო განცხადებას მოჰყვა, რომელშიც საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს ხატში სათანადო ცვლილებების შეტანას თხოვს.