თეგებით ძიება

მოხარშე 2 კვერცხი და პურის და მარილის გარეშე შეჭამე - ბედნიერების რეცეპტი გიორგი ჯაჯანიძისგან

ბედნიერების მაუწყებელ ზარს ველოდები. ოღონდ მართლა ველოდები რაღაც სასიხარულოს - ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატტუსს აქვეყნებს:

სახალისო. საინტერესიო ამბავი.

ამ დილით ჩემმა ახლობელმა დამირეკა და შეწუხებულმა თავისი პირადი პრობლემა მომიყვა, მკითხა რჩევა, მე დავფიქრდი და ვუთხარი, ახლავე მოხარშე 2 კვერცხი, ოღონდ გატეხე მდუღარეში ჩაახალე, რომ მოიხარშება პურის და მარილის გარეშე შეჭამე და პრობლემა მოგიგვარდებათქო. 

ბევრი იცინა, მითხრა ავად კი არ ვარ, კვერცი მომიგვარებს საქმესო? კი, აუცილებლათთქო და დავემშვიდობე.

მირეკავს ამ საღამოს და მეუბნება, გაოცებული ვარ, ეს რა მასწავლე, შოკში ჩავარდი, ტელეფონი რომ გავთიშე, კვერცხი მდუღარეში ჩავახალე და შვჭამე, ვიფიქრე გავაკეთებ, რა ვიცი იქნებ მეშველოსო, მთელი დღე ველოდებოდი ნეტა რა მოხდება, მართლა რომ მომიგვარდეს პრობლემა სულ გავგიჟდებიო, ჰო და ახლა დამირეკეს, თქვენი საქმე განვიხილეთ და გილოცავთო, ორშაბათს მობრძანდითო. გაოცებულმა  და გახარებულმა უთვალავი მადლობა გადამიხადა.

თან არკვევდა კვერცხმა უშველა თუ ჩემმა სიტყვამ.

რას დაეძებ ვინ გიშველა, მთავარია საქმე გამოვიდა და ბედნიერიხარ მეთქი.

გაოცენული ვუსმენდი, მიხაროდა, დილით სასოწარკვეთილი ადამიანის ხმა, ბედნიერებით სავსე ხმით რომ შეიცვალა. 

ყურმილი დავკიდე, გავქანდი, მაცივარი გამოვაღე, ორი კვერცხი გამოვიღე და მდუღარეში ჩავახალე, მარილის და პურის გარეშე შევჭამე. 

პრობლემა არ ამქვს, მაგრამ ბედნიერების მაუწყებელ ზარს ველოდები. ოღონდ მართლა ველოდები რაღაც სასიხარულოს - წერს გიორგი ჯაჯანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა