"ეს არის ტყუილი - სტალინი მატრონასთან არ ყოფილა... " - მეუფე ნიკოლოზი
"ეს არის ტყუილი - სტალინი მატრონასთან არ ყოფილა... თავიდან მეც მეგონა რომ ეს ცხოვრების ამსახველი იყო, მაგრამ არ ყოფილა, შეცდომაა ხატზე " - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი სტალინის გამოსახულებიან ხატზე.
დღეს, 11 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
საპატრიარქომ მიზეზი ასე განმარტა: რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია "მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში".