ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზეა
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ბელგიელი სპორტსმენი ლუნა ჰენდრიქსი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა 68.96 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. ალინა ურუშაძე კი 33 სპორტსმენს შორის შევიდა იმ 24 მოციგურავეთა რეიტინგში, ვინც იასპარეზებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 13 იანვარს.