თეგებით ძიება

“წინ შესაძლებელია იყოს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა“ - ანდრია ჯაღმაიძე

რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის ეკლესიის დევნის თანასწორი. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში შექმნეს კიდევაც – მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული. ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელებისა და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის და ეს არაა პირველი მცდელობა, გადაფარონ დღესასწაული. რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე. სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული – ეს ხალხი ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი სათანადოდ იქნება მხილებული“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა