თეგებით ძიება

ძვირფასო გლოვოვ, რა გაგიჭირდათ ისეთი, კურიერად ინდოელი რომ არ აიყვანოთ? თან ისეთი, ქართული კი არა, ინგლისური არ იცის ნორმალურად - ივდით კუხიანიძე

ფილოლოგი და პედაგოგი ივდით კუხიანიძე სოციალური ქსელის საშუალებით „გლოვოს“ მიმართავს და კურიოზული შემთხვევის შესახებ ყვება, რომელშიც ქართულის არმცოდნე კურიერის გამო აღმოჩნდა:

ძვირფასო გლოვოვ,  რა გაგიჭირდათ ისეთი, კურიერად ინდოელი რომ არ აიყვანოთ? თან  ისეთი ინდოელი,  ქართული კი არა, ინგლისური არ იცის ნორმალურად და ვერ ვაგებინებ, რომ წყნეთის ქუჩაზე უნდა მომიტანოს შეკვეთა და არა - სოფელ წყნეთში!!!

ხუთჯერ დამირეკა ჯერ ქვემო, მერე შუა და ახლა ზემო წყნეთიდან მირეკავს -- ვერ გპოულობთო!😅😅😅

" ავარა ვარ, მე რა ჯუპა  ინ ჯაპანი ,  პერპერაა ჰინდუსტანი"  სანამ არ ვუმღერე  და მისამღერად " ქუჩა- ქუჩა ალუბლებს " არ მივაყოლე, ტიპმა ვერ გაიგო , რომ " სთრითზე" უნდა მოსულიყო და არა - " ვილიჯში" !

ვააააჰ,  კრიშნას ვფიცავ,  ნატაფერაძეს აღარ  ვაგინებ ისე. როგორც "  გლოვოს" !!! - წერს ივდით კუხიანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა