„გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას“ - დათო ტურაშვილი
მწერალ დათო ტურაშვილის თქმით, გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, ამ ადგილზე იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება კეკელიძესავით პრინციპული.
"სამწუხაროდ, არ არის კარგი ინფორმაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, ამ ადგილასაც ჰყავდეთ ადამიანი, ვინც არ იქნება გიორგი კეკელიძესავით პრინციპული და არ ექნება თავისი განსხვავებული პოზიცია. ეს ძალიან მარტივად თვთონაც ახსნეს თავისივე ფრაზაში, როდესაც უთხრეს, რომ კარგად მუშაობ, მაგრამ უნდა წახვიდე, რადგან ამდენი წელია ხარ. მაგ ლოგიკით, მასზე დიდხანს თავად არიან და თვითონ უნდა წავიდნენ. ეგ უნდა ეთქვა მაშინ პაპუაშვილს, მოვიდა უკვე ჩემი წასვლის დრო და შენიცო.
ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს და ამბობს", - აცხადებს დათო ტურაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.