„საყოველთაო მღელვარება, არავითარი უკან დახევა! არავითარი დათმობა! დამნაშავე ციხეში!“ - ილია ჩაჩიბაია
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
ჩვენ გვიყურებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ყველას აინტერესებს როგორ მოვიქცევით, როგორ ვიმოქმედებთ.
მთავარ ტაძარში ხატს თავს დაესხნენ და საღებავით სავსე კვერცხები დაუშინეს. შეურაცხყვეს წმინდა მატრონას ხატი, რომელსაც თავის მხრივ ხელში უჭირავს უფლის და ღვთისმშობლის ხატი. ამ დიდ მკრეხელობასთან და ვანდალიზმთან ერთად ქართველებსაც თავი მოგვჭრეს მსოფლიო მასშტაბით, ბოლომდე შეგვარცხვინეს. და რა ხდება პასუხად? -ერთი აგრესორი, ხატმებრძოლი ქალი ვერ დასაჯა სახელმწიფომ და კანონმა.
თუ ამას მოვითმენთ, უარესზე პრეტენზია ნუღარ გვექნება.
საყოველთაო მღელვარება, არავითარი უკან დახევა! არავითარი დათმობა!
დამნაშავე ციხეში! - წერს ილია ჩაჩიბაია.