თეგებით ძიება
12. 01. 2024 მსოფლიო

აშშ და დიდი ბრიტანეთი მალე მიხვდებიან, რომ იემენზე თავდასხმა ყველაზე დიდი სისულელე იყო - ჰუსიტების ლიდერი

ჰუსიტების ლიდერი მუჰამედ ალ-ბუხაიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მიმართავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

როგორც ჰუსიტების ლიდერი ამბობს, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მალე მიხვდებიან, რომ იემენზე თავდასხმა ყველაზე დიდი სისულელე იყო, რაც კი მათ თავიანთ ისტორიაში ჩაუდენიათ. 

ამერიკამ და ბრიტანეთმა შეცდომა დაუშვეს იემენის წინააღმდეგ ომის წამოწყებისას, რადგან მათ არ ისარგებლეს მათი წინა გამოცდილებით”, - წერს ჰუსიტების ლიდერი X-ზე.

მისივე თქმით, „ამ სამყაროში თითოეული ინდივიდი ორი არჩევანის წინაშე დგას”.

„ეს არის გენოციდის მსხვერპლთა გვერდით დგომა ან დამნაშავეებთან ერთად“, - აცხადებს ალ ბუხაიტი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა