რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, უკრაინა კი ამას არ დაუშვებს - ზელენსკი
"კონფლიქტის გაყინვის უფლება არავის მისცეთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, მოემზადოს ძლიერი შეტევისთვის. ნუ მისცემთ მათ ამის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, კვლავ გაძლიერდეს. თუ ომი გაიყინება, დროთა განმავლობაში სანქციები შესუსტებას დაიწყებს.
ამ წლის გაძლება არ ნიშნავს ჩვენი ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას, არავის მისცეთ კონფლიქტის გაყინვის უფლება, რომ რუსეთი არ მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის ერთ, ორ, სამ ან ხუთ წელიწადში, რათა მათ ამის საშუალება არ ჰქონდეთ, მანამდე ომი დაასრულონ. რათა მათ არ მივცეთ საშუალება, გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გაყინონ კონფლიქტი წელს, რათა მათმა სამხედროებმა მზადება დაიწყონ. რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, უკრაინა კი ამას არ დაუშვებს“, - აცხადებს ზელენსკი.