ავარიას 32 წლის ქალი ემსხვერპლა - ტრაგედია ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის ძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.