თეგებით ძიება

ქართველი ფსევდო ლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ და ეს რელიგიური კონფესია ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა. ეს არის ეკლესია, რომელიც კონსტიტუციის მიერაა აღიარებული და სწორედ ამ რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ მიდის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ისტერიული მცდელობა, რომ სამოქალაქო პირები, NGO-ს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ჩაერიონ საეკლესიო კალენდრის განსაზღვრებაში, რაც მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, ხაზების გადასვლაა და ეკლესიის შიდა საკითხებში ჩარევა. ასევე ვნახეთ ხატთან დაკავშირებით ისტერია. იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდნენ უცებ. ვნახეთ, რომ ეს ხატი თვეებია თუ წლებია უკვე იქ არის. ვნახეთ, რომ გიორგი კანდელაკმა დაიწყო ეს კამპანია და დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ ის დღესასწაული, რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ჩაეშხამებინათ. სინამდვილეში მათ არც ის აინტერესებთ, შობა რომელ დღეს აღინიშნება და არც ის ადარდებთ, ხატზე რა არის გამოსახული. სინამდვილეში, ქართველი ფსევდო ლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა