თეგებით ძიება

გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდეა მისული, საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო - შალვა პაპუაშვილი

აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი ისტერიაშია.

„ვხედავთ კონკრეტულ ისტერიას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ლელოს“, თუ გახარიას პარტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდე არის მისული მათი აქტივობები - განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში. აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც ის გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომების კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ძველ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ გუნდის ის წევრები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, ვინც მასთან ერთად იყვნენ ხელისუფლებაში.

„ძველ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ გუნდის ის წევრები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, რომლებიც მაშინ იყვნენ [ხელისუფლებაში]. ჩემ დროს რაც მოხდა და რაც გააკეთა გიორგი გახარიამ, ამის შემდეგ წავიდა გუნდიდან. რაც მე ვარ გუნდში, მას მერე რაც იკადრა, აკადრა საქართველოს, საკუთარ გუნდს, ვგულისხმობ ნიკა მელიას დაკავება-არ დაკავების საგას, ამის შემდეგ ის გუნდიდან წავიდა, ამ ქცევიდან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, რომ წინა პერიოდშიც [ხელისუფლებაში ყოფნის დროს] მისი ქცევები ასეთი ყოფილიყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა