თეგებით ძიება

სასაცილოა საერთოდ, როდესაც ხაზარაძე საუბრობს მოსკოვზე, რუსეთზე და ასე შემდეგ - თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო - შალვა პაპუაშვილი

სასაცილოა საერთოდ, როდესაც „ლელო“ და მამუკა ხაზარაძე საუბრობენ მოსკოვზე, რუსეთზე და ასე შემდეგ. თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში ხაზარაძეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს.

„ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი პროექცია. როდესაც ადამიანი საკუთარი პრობლემებისა თუ თვისებების პროექციას სხვაზე ცდილობ. ეს ნიშანდობლივია განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთსა და მოსკოვს. კომკავშირის ყოფილი მდივანი, რომლისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი, საერთოდ რომ საუბრობს მოსკოვთან დაკავშირებით, სასაცილოა. ეს არის პროექცია. ეს არის მისი თვისებების, პრობლემებიდან გამომდინარე, სხვებზე ამის პროექცია. უფრო მეტიც, ეს უკვე იქცევა ადამიანის თვისებად, როდესაც ერთხელ იქნები კომკავშირის მდივანი და მოსკოვი იქნება შენი ცენტრი, ვხედავთ ახლა, რომ სხვა ქვეყნებში, დედაქალაქებში, სხვაგან ეძებს ცენტრს. ეს არის ამ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ის არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომ, სასაცილოა საერთოდ, როდესაც „ლელო“ და მამუკა ხაზარაძე საუბრობენ მოსკოვზე, რუსეთზე და ასე შემდეგ. თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო. არ ვიცი, ასეთი ადამიანისგან მოსკოვსა და რუსეთზე საუბარი სასაცილოც არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა