თეგებით ძიება

„სამ­წუ­ხა­როდ, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არა­თუ ოპო­ნენ­ტებ­თან, ოპო­ნენ­ტო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა“ - ზაზა ფირალიშვილი

ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"2004 წელს ნან­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. სა­გან­გე­ბოდ და­ვინ­ტე­რეს­დი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იქ არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი არ იყო. ქარ­თუ­ლად წმინ­და წე­რი­ლიც კი არ ჰქონ­დათ, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სხვა­დას­ხვა რე­დაქ­ცი­ებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ან­ბა­ნით გა­მო­ცე­მუ­ლებ­ზე. რუ­სულ, სომ­ხურ, აფ­რი­კულ თუ აზი­ურ ენებ­ზე გა­მო­ცე­მულ ბიბ­ლი­ებს კი მთე­ლი კე­დე­ლი ეკა­ვა. წინა წელს ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა სან­ტა ბარ­ბა­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შევ­ჩივ­ლე ამის შე­სა­ხებ, ვი­საც რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ოდ. ერ­თმა მათ­გან­მა ტყუ­ი­ლიც იკად­რა, ნან­ზან­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ე­ბი უკვე გა­მო­ვაგ­ზავ­ნეო. რამ­დე­ნი­მე თვე ტყუ­ი­ლად ვე­ლო­დი. მინ­დო­და, მისი სა­ხე­ლით უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის­თვის გა­და­მე­ცა.

დღემ­დე არ ჩა­სუ­ლა ეს გზავ­ნი­ლი. რო­დე­საც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, მსოფ­ლი­ოს ბევრ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის კუ­თხის გახ­სნა იყო. სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მხო­ლოდ ეს იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი მისი შრო­მის და­სა­ფა­სებ­ლად. მან ბიბ­ლი­ო­თე­კის, რო­გორც ფე­ნო­მე­ნის, გა­გე­ბის თა­მა­სა მაღ­ლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა მო­უ­წევს. გული დამ­წყდა, რომ წას­ვლა უწევს. სამ­წუ­ხა­როდ, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არა­თუ ოპო­ნენ­ტებ­თან, ოპო­ნენ­ტო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა. არა­და, სა­ხელ­მწი­ფო სხვაგ­ვა­რად ვერ აშენ­დე­ბა" - წერს ფი­რა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა