თეგებით ძიება

"სტალინის კულტის აღმართვამ სამებაში პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

“სტალინის კულტის აღმართვამ სამებაში პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა” - ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

"კიდევ ერთი სიკეთე, რაც დაფარული ბოროტების გაცხადებას ახლავს, არის ლუსტრაცია.

სტალინის კულტის აღმართვამ სამებაში პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა.

მამუკა ხაზარაძე სტალინის კულტის თემას „შემოგდებულს“ უწოდებს და ასე ცდილობს შეფასებისგან გაქცევას და ბუჩქებში დამალვას.

სტალინის კულტი არ არის შემოგდებული თემა.

სტალინის კულტი ენდემური თემაა. ის ფასეულობათა ომში ბოროტების სიმბოლოა და მისი დამსხვრევის გარეშე, საქართველო სამშვიდობოს ვერ გავა.

ხაზარაძის მხრიდან "შემოგდებულიას“ ბუტბუტი ევფემიზმია და მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გეპეის კომკავშირში აღზრდილ ხაზარაძეს არ გააჩნია იმის ხერხემალი, რომ ბოროტისა და კეთილის ომში, სიკეთის მხარეს დადგეს და “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” დაუპირისპირდეს.

უხერხემლოებთან ერთად საქართველო ფასეულობათა ომს ვერ მოიგებს და ეს რომ ასეა, საპატრიარქოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა - როდესაც სტალინის ამოშლის მითითება გასცა.

(ხაბეიშვილმაც იგივე ქნა, მაგრამ მაგის გვარიც ხ-ზე იწყება და რადგან ჩემთვის ორივე ერთი და იგივეა, მარტო ხაზარაძე იყოს)." - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა