თეგებით ძიება

რა ღირს განქორწინება საქართველოში ?

განქორწინება მეუღლეებს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველზე ხორციელდება, რომლის რეგისტრაცია სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალსა და იუსტიციის სახლშია შესაძლებელი..

განქორწინება ხდება როგორც მეუღლეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ასევე, ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;

მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანახმად, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, მისი ღირებულება კი 60 ლარს შეადგენს.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა