თეგებით ძიება

პომიდორის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოში პომიდვრის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 23 959 ტონა (9,836 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, რაც 2009 წლიდან (საქსტატი საგარეო ვაჭრობის პორტალზე ამ პერიოდიდან აქვეყნებს) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2022 წლის 11 თვეში17,769 ტონა (6,228 მლნ აშშ დოლარი) პომიდვრის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში - 17,388 ტონის (5,313 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის იანვარ-ნოემბერში - 13,028 ტონის (4,485 მლნ აშშ დოლარი).

იმპორტიორ ქვეყნებს შორის გასულ წელს ლიდერი იყო თურქეთი, რომელზეც 98,5% მოდის.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში პომიდორი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან:

თურქეთი - 23 595 ტონა (9,664 მლნ აშშ დოლარი)

ირანი - 186.1 (83 ათასი აშშ დოლარი)

აზერბაიჯანი - 96.3 ტონა (36.8 ათასი აშშ დოლარი)

სომხეთი - 48.5 ტონა (27.3 ათასი აშშ დოლარი)

სირია - 23 ტონა (8.91 ათასი აშშ დოლარი)

გარდა ამისა, პომიდორი მცირე რაოდენობით შემოვიდა: ეგვიპტიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პომიდვრის ექსპორტი, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 43%-ით გაიზარდა და 538,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. თურქეთმა გასულ წელს პროდუქტი 52 ქვეყანაში გაიტანა.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა