თეგებით ძიება

„შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს არ შევიდეს შეცდომაში.

როგორც დეკანოზი განმარტავს, შექმნილია ყალბი ფეისბუქგვერდი მისი სახელით, სადაც არის პროვოკაციული პოსტები.

„შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები. Andrea Jagmaidze-დან გაკეთებული კომენტარი ან მიმოწერა ყალბია და სავარაუდოდ გუშინ დაწყებულ ნეგატიური კამპანიას ემსახურება“, - წერს ჯაღმაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა