„არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ – სამების იღუმენი
„იცით რა, ზოგს უყვარს სტალინი. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – ამის შესახებ სამების იღუმენმა გრიგოლმა აღნიშნა და თქვა, რომ რომ ხატზე სტალინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სხვა შემთხვევაში, შესწორებას აუცილებლად შეიტანდნენ.
„ეკლესია არის ხალხი და შესაბამისად, ეკლესია ხალხის აზრს ითვალისწინებს. რომ სცოდნოდათ, რომ ხატზე სტალინი იყო მიხატული, აუცილებლად თავიდანვე შეიტანდნენ შენიშვნას.
ხატმწერი ნამდვილად არ ვიცი ვინაა. აშკარად ქართველი ხატმწერია. იცით რა, ზოგს უყვარს სტალინი. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ზუსტად ვინ არიან ახლა მე არ ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, არ უყვართ-თქო, გამომივა ტყუილი. ყველა ადამიანს ხომ ყველაფერზე თავისი შეხედულება გააჩნია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების ტაძრის იღუმენმა.