თეგებით ძიება

„თუ იცით, გიორგის რამდენი და რამხელა საქმეები აქვს გაკეთებული, გნებავთ მარტოს, გნებავთ ჩემთან ერთად, გნებავთ სხვებთან ერთად?!“ - აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

„ყოოოჩაღ მართლა რრრააა. ადგნენ და გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს!

აესე, უმიზეზოდ. იმ ბიბლიოთეკიდან, რომლის მოვლას  და განვითარებას, მთელი თავისი ცხოვრება, ენერგია, დრო და ნერვი შეალია.

თუ იცით, გიორგის რამდენი და რამხელა საქმეები აქვს გაკეთებული, გნებავთ მარტოს, გნებავთ ჩემთან ერთად, გნებავთ სხვებთან ერთად?! 

როცა საჭირო გახდა,  ერთხანს  ბიბლიოთეკა საერთოდ უსახლკაროების დასახმარებელ პუნქტად აქცია და ათობით ათას ადამიანს გაუწია დახმარება. 

რამდენი ოჯახისთვის მიგვიტანია ჩვენი ხელით საჭმელი, წამალი და თითქმის სოფელი არ დარჩენილა სადაც მის მიტანილ ან გაგზავნილ წიგნს იქაურობა არ გაუნათებია. 

მანქანა როცა არ გვყავდა საჭმელის დასარიგებლად, ჯერ თვითონ დადიოდა ჩვენთან ერთად, მერე თავისი პირადი მანქანა მათხოვა და მთელი ზაფხული იმით დაგვქონდა საჭმელი მშივრებისთვის. 

აქ რა ჩამოთვლის ყველაფერს...

ახლა ორიათასი წიგნი გვქონდა ერთად სვანეთში წასაღები. 

ჰაჰ, წიგნებსაც წავიღებთ და ისევ სხვებსაც მივეხმარებით. ისევ ისეთი  მეგობრები ვიქნებით და ისევ ის იშვიათი ქართველი იქნება, მართლა რომ უყვარს თავისი ქვეყანა და ადამიანები. 

დანარჩენ ამბებს რა ეშველება, კანტორას რომ ემსგავსება ყველა ნათელი ადგილი.

ეს ფოტო კი მაგრად მიყვარს. ეროვნული ბიბლიოთეკის ულამაზეს დარბაზში, წინ ოცდათორმეტი   ტონა ტანსაცმელი გვიდევს, რომელიც  მოხალისეებთან ერთად  გადავარჩიეთ და დავარიგეთ მთელს ქვეყანაში“, - წერს აკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა