"შეუცვლელი არავინ არ არის" - პირველი ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან (ვიდეო)
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელმაც გიორგი კეკელიძის 11 წლიანი მმართველობა და მისი ასობით პროექტი უნდა გადაიბაროს, აღიარებს გიორგი კეკელიძის ნიჭიერებას, თუმცა ამბობს, რომ შეუცვლელი არავინაა.
გამსახურდია ადასტურებს, რომ შეთავაზება პირადად შალვა პაპუაშვილისგან მიიღო, ახლა კი გეგმავს კომუნიკაცია ჰქონდეს ყველასთან და მათ შორის იმ მწერლებთანაც, ვინც წულუკიანთან დაპირსპირების გამო ბოიკოტის რეჟიმში არიან გადასულები.
გუშინ მივიღე შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან. მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ნიჭიერი ადამიანია უდაოდ და საქმით იცით. ზოგადად ვიტყვი, რომ შეუცვლელი არავინ არის, არც მე გახლავართ. თუ რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ კითხვაზე საპასუხოდ, გადაგამისამართებთ პარლამენტისკენ.
რაც შეეხება ბოიკოტში აგდასულ ადამიანებს, შეძლებისდაგვარად შევხდები, ვნახოთ, როგორ იქნება. მათ პოზიციასაც მნიშვნელობა აქვს", - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა მას თეა წულუკიანთან ამ საკითხზე შეხვედრა, კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ კულტურის მინისტრს ორი კვირის წინ აბაშაში შეხვდა, როდესაც მისგან პრემია "მუზას" ჯილდო გადაცემა.
კულტურის სამინისტრო ამ ამბავთან არ არის არანაირ შეხებაში. ეს იყო ორი კვირის წინ, როდესაც მე ვიყავი აბაშაში", - ამბობს გამსახურდია.
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლების დროა.