თეგებით ძიება

გახარიამ, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს უდიდესზე უდიდესი ცოდვა დაიდო - უმადურობა! - ედიშერ გვენეტაძე

გახარიამ, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს უდიდესზე უდიდესი ცოდვა დაიდო - უ მ ა დ უ რ ო ბ ა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

გვენეტაძის თქმით, გიორგი გახარიამ გამოავლინა თავი, როგორც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა.

 

„ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: "კაცი რომ გაიცნო ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო" ანუ....

ამიტომაც უპირველესად ჩემს საკუთარ თავზე ვბრაზობ და ვწუხვარ...

იმიტომ, რომ მერე როგორც გამოჩნდა გახარიამ, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს უდიდესზე უდიდესი ცოდვა დაიდო - უ მ ა დ უ რ ო ბ ა!

გარედან ბრძანებით შეეშინდა და უბადრუკ კრიმინალ მელიას დაჭერაზე უარი თქვა (და, რომ მელია ასეთი იყო და არის ეს ბეჭდით დაადასტურა სტრასბურგმა)!

გამოავლინა თავი, როგორც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა. რაც დადასტურდა მისი ყოვლად უპასუხისმგებლო გადადგომით სახელმწიფოს პირველი პირის პოსტიდან!

რამაც საქართველოს სახელმწიფო რყევების წინაშე დააყენა!

და საბოლოოდ შეეკრა იმ ნაცებს, რომელთა დასრულებასაც იქედნურად გვპირდებოდა!

ყოველივე ეს ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში პოლიტიკის მორევში უკვე არაერთგზის ჩამხრჩვალს და უკვე ნაპირზე გამორიყულს შეუძლია საერთოდ განერიდოს ამ დარგს და დაუბრუნდეს იმ ხელობას რასაც პოლიტიკაში მის შემოყვანამდე ეწეოდა! თორემ რაც სჭირს....

თუმცა მეტი რა უნდა დაემართოს! “- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა