თეგებით ძიება

„მოხსნეს, რადგან თავისუფლად აზროვნებდა, კონიუნქტურას არ ემორჩილებოდა...“ - ლაშა ბაქრაძე გიორგი კეკელიძეზე

ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს:

„11 წელი ზოგისთვის ბევრია, ზოგისთვის – ცოტა. 

როცა სავსე ხარ იდეებით, შორს მიმავალი გეგმებით, მომავლის ხედვით – 11 წელი არასაკმარისია. 

რასაკვირველია, არაფრის განახლება არ უნდათ და არც არაფერი განახლდება. 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze მოხსნეს, რადგან თავისუფლად აზროვნებდა, კონიუნქტურას არ ემორჩილებოდა, მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფალი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ხმაჩაკმენდილი არაა, ვისაც გული შესტკივა სამშობლოზე და უკეთესი უნდა ამ ქვეყნისთვის. 

უსამართლოა გიორგის „გათავისუფლება“, მაგრამ ის ახალგაზრდაა, ენერგიით აღსავსეა და კიდევ ბევრს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა