თეგებით ძიება
12. 01. 2024 მსოფლიო

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ. Hurriyet-ის ცნობით, ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი წითელ ზღვაში ჰუსიტებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიტანილ ერთობლივ იერიშს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებები „ძალის არაპრორპორციული გამოყენების“ მაგალითს წარმოადგენს. გარდა ამისა, მან გაავლო პარალელი წითელ ზღვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებსა და ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს შორის.

გაეროს უშიშროების საბჭომ 11 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა. 12 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა