ისრაელი პალესტინელთა გენოციდის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
ისრაელი პალესტინელთა გენოციდის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. საკითხზე მოსმენა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანონიერმა წარმომადგენელმა ჰააგის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილი სარჩელი დამახინჯებულ ფაქტებს ეყრდნობა და ეწინააღმდეგება ისრაელის უფლებას - თავი დაიცვას.
სამხრეთ აფრიკამ გენოციდის ბრალდებით ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დეკემბერში შეიტანა და მოსამართლეებს ისრაელისთვის, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, საგანგებო ზომების დაკისრება მოსთხოვა.