რუსების მიერ აფხაზეთში სასტუმროების დაჯავშნა გორმაგდა
2024 წლის იანვარში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ორჯერ უფრო ხშირად ჯავშნიან სასტუმროებს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ონლაინ დაჯავშნის სერვისის Ostrovok.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ქალაქის სასტუმროებში ღამისთევის საშუალო ღირებულება 20%-ით გაიზარდა და 5 400 რუბლი, დაახლოებით 60 დოლარი, შეადგინა.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვართან შედარებით, ზრდა 21%-ს შეადგენს. ამასთან, საქართველოს სასტუმროებში ერთი ღამის გატარება 7 100 რუბლს, დაახლოებით 81 დოლარს შეადგენს.
აფხაზეთი რომ რუსი ტურისტებისთვის მიმზიდველია, ამაზე TourDom-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემებიც მეტყველებს. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ზაფხულის სეზონზე აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებზე არსებული სასტუმროების დაჯავშვნა დეკემბერშივე დაიწყეს. ტურისტული სააგენტოები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის მაისისთვის უკვე ძალიან ბევრი ნომერი დაიჯავშნა და რუსები სასტუმროებს უკვე ივლისისთვის ეძებენ.
ამგვარი აქტივობა მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ბევრ ადამიანს უქმნის იმის პრობლემას, რომ მათთვის აქამდე საყვარელ ევროპულ, ამერიკულ, თუ სხვა სანქციებში ჩართული ქვეყნების კურორტებზე გაემგზავრონ. სწორედ ამან განაპირობა გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ტურისტების რეკორდული რაოდენობით შემოსვლა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დროებით ოკუპირებული აფხაზეთია, რომლის საოცარი ბუნება, ზღვის ულამაზეს სანაპიროებთან ერთად, რუს დამსვენებელს თვალს ჭრის.
როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი მოთხოვნაა განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე შემდეგ სასტუმროებზე: „აფსნი“, გრანდ ჰოტელი „რუსეთი“, „ევროპა“, „ნარტი“ და „ოქროს ქვიშა“.
წყარო : bpn.ge