თეგებით ძიება

ჩაკ ნორისი - ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც კარიერა ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვას შესწირა

„ბოევიკების“ სუპერგმირის იმიჯის მიღმა მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი იმალება, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე დაიხევს.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩაკ ნორისი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობი იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერზე უარი თქვა და ჰოლივუდი დატოვა...

დღეს ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოიპოვა ჩაკმა ჰოლივუდის საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ოსტატის სახელი.

სინამდვილეში, ჩაკ ნორისი ლეგენდაა და ეს მხოლოდ სამსახიობო მიღწევებს არ ეხება. არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ის ეკრანებიდან გაქრა და ეს მიზეზი ძალიან განსხვავდება ათწლეულების მანძილზე შექმნილი, მისი მკაცრი და უხეში სუპერგმირის სახისგან.

ჩაკმა კარიერა ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვას შესწირა

ჩაკ ნორისი ყოფილ მოდელზე, ჯინა ო'კელიზე 24 წლის წინ დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 1997 წელს სერიალის გადასაღებ მოედანზე შეხვდა. მალე სიმპათია სიყვარულში გადაიზარდა და ჩაკმა ჯინა დალასში მიიწვია, რომ ერთად მეტი დრო გაეტარებინათ.

ჯინა მეუღლეზე 23 წლით უმცროსია, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას ​​მათი სიყვარულისთვის ხელი არასოდეს შეუშლია. წყვილი 1998 წლის 28 ნოემბერს დაქორწინდა, 2001 წლის 20 აგვისტოს კი ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა.

პრობლემები 2013 წელს დაიწყო, როდესაც 50 წლის ჯინამ რევმატოიდული ართრიტის გამო მაგნიტურ რეზონანსული სკანირების გაკეთება გადაწყვიტა. ჯინა იხსენებს, რომ პროცედურის დაწყებამდე არცთუ უსაფრთხო კონტრასტული აგენტი შეუყვანეს, რამაც მის სხეულში, სავარაუდოდ, უარყოფითი სიმპტომების განვითარება გამოიწვია. ორი სკანირების შემდეგ ქალმა მთელ სხეულში ინტენსიური წვა იგრძნო.

ჯინა ხშირად იხსენებს, როგორ გააღვიძა ქმარი შუაღამისას და უთხრა, რომ მის თავს რაღაც საშინელება ხდება. ისინი მაშინვე საავადმყოფოში წავიდნენ, თუმცა ექიმებმა თქვეს, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელია და წვეთოვანის დაყენების ან ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა საჭირო არაა. ექიმების ოპტიმიზმის მიუხედავად, წვის შეგრძნება ყოველდღიურად ძლიერდებოდა. ჩაკი ხან ერთ ექიმს მიმართავდა, ხან მეორეს და ცდილობდა ჯინას მდგომარეობის შემსუბუქების გზა ეპოვა.

„ხუთი თვის მანძილზე ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ჩაკს ჩემ გვერდით, დივანზე ეძინა და წუთითაც არ მტოვებდა. ვლოცულობდი, რომ არ მოვმკვდარიყავი და შვილებზე ზრუნვა შემძლებოდა,“ - იხსენებს ჯინა.

ქრონიკული წვის შეგრძნების გარდა, ჯინა კოორდინაციისა და მეხსიერების დაქვეითებას, დისტროფიას და ჰიპერმეტაბოლიზმს უჩიოდა, რის გამოც მთელი სხეული, ფაქტობრივად, უკანკალებდა. ეს მდგომარეობა გრძელდებოდამ სანამ ჩაკი ნევადაში ექიმს იპოვიდა, რომელმაც ჯინას ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობა დაუნიშნა.

გაგრძელება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა